პროექტის შესახებ
პროექტის
შესახებ

აერთიანებს ხელოვანებს, ახალგაზრდულ მუშაკებს და პედაგოგებს უკრაინიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და ევროპიდან, ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივების შესაქმნელად.

ivicArt
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების განვითარებას ხელოვნების საშუალებით და აერთიანებს ხელოვანებს, ახალგაზრდებს და პედაგოგებს ევროპიდან.
ivicArt
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების განვითარებას ხელოვნების საშუალებით და აერთიანებს ხელოვანებს, ახალგაზრდებს და პედაგოგებს ევროპიდან.

პროექტის მთავარი თემაა არტივიზმი ახალგაზრდულ მუშაობაში.

არტივიზმში ვგულისხმობთ ხელოვნების და აქტივიზმის შერწყმას. არტივისტები ხელოვნების გამოყენებით ცდილობენ ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, გამოყოფენ სისტემურ ხარვეზებს და ახდენენ ცვლილებებს. ჩვენ მიზნად ვისახავთ, გამოვიყენოთ არტივიზმი, როგორც მძლავრი ინსტრუმენტი აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებისა და ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისთვის.

თანამედროვე ხელოვნება, მათ შორის “ანდერგრაუნდ” მოძრაობები და ქუჩის ხელოვნება, სოციალური ინკლუზიისა და თვითგამოხატვის მძლავრი საშუალებაა. იმისათვის, რომ ახალგაზრდების ხმა ისმოდეს, ჩვენ მათ ხელოვნებაში თვითგამოხატვის საშუალებას ვაძლევთ.

ჩვენ გვჯერა, არტივიზმი წარმოადგენს ინოვაციას ფართო მასშტაბის მნიშვნელოვანი ზემოქმედების პოტენციალით. ხელოვნების, როგორც სამოქალაქო განათლების ინსტრუმენტის გამოყენება აჩენს უნიკალურ შესაძლებლობას ახალგაზრდების ჩართულობისა და გაძლიერების ხელშეწყობისთვის, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პოზიტიურ სოციალურ ცვლილებებს.

პროექტს საერთაშორისო კონსორციუმი ახორციელებს, რომელიც მოიცავს:

  • საქველმოქმედო ფონდი რეზონანსი (უკრაინა)
  • გერგარტი (საქართველო)
  • KulturNest E.V. (გერმანია)
  • ლეტურის თანამშრომლობის საერთაშორისო ინიციატივების ასოციაცია (ესპანეთი)

პროექტი ხორციელდება 2024 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე

პროექტის ძირითადი მიზნები
პროექტის
ძირითადი მიზნები
პროექტი მიზნად ისახავს გამოიყენოს არტივიზმის ძალა, რათა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო განათლების ხარისხის ზრდაზე.

ახალგაზრდული მუშაკების უნარების ზრდა

გააუმჯობესოს 26 ახალგაზრდა მუშაკის უნარები უკრაინიდან და საქართველოდან, რათა შეძლონ არტივიზმისა და სახელოვნებო პრაქტიკების ინტეგრირება სამოქალაქო განათლებასა და ორგანიზაციულ აქტივობებში.

გაამრავალფეროვნოს სამოქალაქო განათლება ახალგაზრდებისთვის

ახალგაზრდების არაფორმალური სამოქალაქო განათლების მეთოდოლოგიების გამრავალფეროვნება და არტივიზმის, როგორც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის მძლავრი იარაღის პოპულარიზაცია.

ხელი შეუწყოს არტივიზმისთვის თანამშრომლობას

ხელი შეუწყოს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელოვნებო გაერთიანებებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, რათა გაიზარდოს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა არტივიზმის გზით.

CivicArt პროექტის ქსელის შექმნა

გააფართოვოს ქსელები და მხარი დაუჭიროს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ინტერნაციონალიზაციას სამოქალაქო განათლებისა და ხელოვნების სფეროში ახალგაზრდული მუშაკებისა და ხელოვანების ქსელის შექმნით.

პროექტის მიმდინარეობა
პროექტის
მიმდინარეობა
პროექტის მიმდინარეობა მოიცავს არტივიზმის პრაქტიკების ანალიზს, საგანმანათლებლო ინსტრუმენტების შემუშავებასა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის გაფართოებას.
ეტაპი 1
საუკეთესო პრაქტიკების ანალიზი

მიზნად ისახავს, უკრაინასა და საქართველოში ხელოვნებაზე დაფუძნებული სამოქალაქო განათლების მიმართულებით, ევროპული წარმატებული პრაქტიკების ანალიზსა და დოკუმენტირებას.

ეტაპი 2
შესაძლებლობების განვითარება

პროექტის პარტნიორების ინსტიტუციური და პროფესიული შესაძლებლობების განმტკიცება მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოსა და სასწავლო კურსის შექმნის გზით, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიმუშავონ და გამოიყენონ თანამედროვე არაფორმალური საგანმანათლებლო მიდგომები.

ეტაპი 3
ინტერესთა ჯგუფების ჩართულობა

მოხდება ადგილობრივი ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც გაჯერებული იქნება ხელოვნებით შთაგონებული პრაქტიკებით, პარალელურად განხორციელდება მიზანმიმართული სოციალური მედია კამპანიები და დაფუძნდება საერთაშორისო ქსელი — CivicArt Alliance.

პროექტის
ძირითადი შედეგები

50 ციფრული ხელოვნების ნამუშევარი

შექმნილი სოციალური მედიის კამპანიის ფარგლებში.

მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო

ხელოვნებაზე დაფუძნებული სამოქალაქო განათლების პრაქტიკული გზამკვლევი.

4
ვიდეომასალა

სარეკლამო და საგანმანათლებლო დანიშნულების ვიდეორგოლები.

საუკეთესო პრაქტიკების კრებული

ხელოვნებაზე დაფუძნებული სამოქალაქო განათლების პრაქტიკების აღწერილი კრებული.

სასწავლო კურსი

უკრაინისა და საქართველოს 25 ახალგაზრდულ მუშაკზე გათვლილი ტრენინგ პროგრამა.

2 ადგილობრივი ღონისძიება

ჩატარდება უკრაინასა და საქართველოში.

CivicArt Alliance

პროფესიონალთა საერთაშორისო ქსელი ხელოვნებაზე დაფუძნებული სამოქალაქო ჩართულობისთვის.

მრავალდონიანი ზეგავლენა პროექტის
ფარგლებში
ორგანიზაციულ დონეზე

პროექტი ხელს უწყობს პარტნიორებს შორის კავშირების გაღრმავებას არაფორმალური ახალგაზრდული განათლების სფეროში და წარმოადგენს პლატფორმას ინტერდისციპლინარული სწავლებისა და თანამშრომლობისთვის. უკრაინასა და საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, გერმანელი და ესპანელი პარტნიორების მხარდაჭერით, გაძლიერდებიან იმგვარად, რომ ტრენინგის შემდგომ შეძლონ ხელოვნებაზე დაფუძნებული სამოქალაქო განათლების აქტივობების დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ უნარებს რესურსების მართვაში და გააძლიერებს ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობისა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას.

პროექტი ასევე უწყობს ხელს არაფორმალური განათლების ინიციატივების აღიარების ზრდას და ეფექტიანი პრაქტიკების გავრცელებას სამოქალაქო განათლების მიმართულებით სხვადასხვა რეგიონში.

უკრაინასა და საქართველოში პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას ადგილობრივ საკითხებში. იგი ამყარებს საზოგადოების ერთიანობასა და სოციალურ ჩართულობას კრიტიკული აზროვნებისა და ემპათიის გაძლიერების გზით, ასევე ხელს უწყობს კულტურული მრავალფეროვნებისა და ურთიერთგაგების პოპულარიზაციას, რაც თავად სამოქალაქო განათლების ძირითად თემებს წარმოადგენს.

პროექტის შედეგები ასტიმულირებს ადგილობრივ და რეგიონულ განვითარებას მონაწილე პირებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, ადგილობრივ დონეზე ახალი მიდგომებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ხელშეწყობით. პროექტის აქტივობების ადგილობრივ თემებში გაფართოება საზოგადოების წევრებს შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ და წვლილი შეიტანონ ადგილობრივი გამოწვევების გადაჭრასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.

საზოგადოებრივ დონეზე
ევროპულ დონეზე

პროექტი ავითარებს ევროპის ახალგაზრდული მიზნებისა და ევროკავშირის ახალგაზრდულ დიალოგთან დაკავშირებულ იდეებს, საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ მუშაკთა ევროპული დემოკრატიისა და არტივიზმის მიმართულებით ჩართვის გზით. განსაკუთრებულად ფართო მასშტაბზე, პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროკავშირის ახალგაზრდული სტრატეგიის (2019-2027) პრიორიტეტების “ჩართვა – კავშირი – გაძლიერება” განხორციელებაში, ახალგაზრდების არსებით სამოქალაქო, სოციალურ და კულტურულ მონაწილეობაზე ორიენტირებით.

პროექტი ასევე ხელს უწყობს ევროპის ახალგაზრდულ საქმეთა დღის წესრიგის განხორციელებას, ხარისხზე, ინოვაციებზე, აღიარებასა და კომპეტენციების განვითარებაზე ყურადღების გამახვილებით, ასევე სოციალური ჩართულობის ხელშეწყობას. ინიციატივები უზრუნველყოფს პროფესიული სტანდარტების ამაღლებას ახალგაზრდულ საქმიანობაში, ხელს უწყობს კრეატიულობასა და ექსპერიმენტულ მიდგომებს, ახორციელებს ადვოკატირებას ახალგაზრდული სამუშაოს გავლენის აღიარებისთვის და აძლიერებს ახალგაზრდულ მუშაკთა უნარებსა და შესაძლებლობებს.

პროექტი ხელს უწყობს ინკლუზიურობასა და სოლიდარობას როგორც სამოქალაქო განათლების თემატიკის, ისე მრავალფეროვანი კულტურული და სოციალური წარმომავლობის მონაწილეთა ჩართულობის გზით, რაც უზრუნველყოფს, რომ თითოეულ მონაწილეს ქონდეს ხმა და შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლობით აქტივობებში. გარდა ამისა, პროექტი ხელს უწყობს დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას შესაბამისი სფეროების წარმომადგენელ დაინტერესებულ მხარეებსა და სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორებს შორის, რაც აძლიერებს ურთიერთგაგებასა და ქმნის საფუძველს ეფექტიანი პარტნიორობებისთვის პოზიტიური ცვლილებებისკენ.

პროექტი ზეგავლენას ახდენს უფრო ფართო დაინტერესებულ ჯგუფებზე, ხელს უწყობს არსებული პრაქტიკების მასშტაბირების პროცესს ციფრული საშუალებების გამოყენებით და აფართოებს პროექტის ზემოქმედებას უშუალო პარტნიორობის ფარგლებს გარეთ. თანამშრომლობითი ძალისხმევისა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო პარტნიორობების მეშვეობით, ორგანიზაციები გააფართოებენ თავიანთ გავლენასა და ზეგავლენას და ხელს შეუწყობენ მაღალი ხარისხის სამოქალაქო საგანმანათლებლო ინიციატივების გავრცელებას ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო დონეზე.

ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე