კონსორციუმის მმართველი კომიტეტის შუალედური შეხვედრა

სექტემბერი 20, 2025

2025 წლის 12–13 სექტემბერს კონსორციუმის პარტნიორები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მმართველი კომიტეტის შუალედურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. უკრაინის, საქართველოს, გერმანიისა და ესპანეთის წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს და მომდევნო ნაბიჯები შეათანხმეს.

ორდღიანი განხილვებისას გუნდი ყურადღებას შუალედური ანგარიშის მომზადებაზე, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ტრენინგის დაგეგმვაზე, პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი აქტივობების შემუშავებასა და სოციალურ მედიაში პროექტის ხილვადობის გაზრდაზე ამახვილებდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაგეგმილ შეხვედრას, რომლის მიზანიც ახალგაზრდა ხელოვანებს შორის ახალი კავშირების დამყარებაა.

მონაწილეები მომავალი ტრენინგის ჩატარების ადგილსაც ეწვივნენ, რათა ლოგისტიკური საკითხები შეემოწმებინათ და პროგრამის დეტალები შეეთანხმებინათ.

ალიკანტეში გატარებული სამუშაო დღეები პარტნიორებს საერთო ხედვის ჩამოყალიბებაში დაეხმარა და CivicArt-ის მომდევნო ეტაპებს ახალი ენერგია შესძინა. ესპანეთში მიღწეული შეთანხმებები მალე კონკრეტულ მოქმედებებად და მონაწილეებისთვის ახალ შესაძლებლობებად იქცევა.

 

უახლესი ამბები
🔇