
სიხარულითა და ენთუზიაზმით წარმოგიდგენთ ჩვენს მეთოდოლოგიურ გზამკვლევს — პრაქტიკულ ინსტრუმენტს ახალგაზრდული მუშაკებისთვის, პედაგოგებისა და აქტივისტებისთვის, რომლებსაც სამოქალაქო განათლებისა და მხატვრული პრაქტიკების გაერთიანება სურთ.
გზამკვლევი უკრაინელი, ქართველი, გერმანელი და ესპანელი პარტნიორების გამოცდილებას აერთიანებს და ახალგაზრდებთან ხელოვნების საშუალებით მუშაობის კონკრეტულ მეთოდებს გვთავაზობს. აქ ნახავთ კონტექსტის აღწერასა და მეთოდოლოგიას, გამოსაყენებლად გამზადებულ სასწავლო სესიების გეგმებს, თეორიულ მასალებსა და პრაქტიკულ რჩევებს ფასილიტატორებისთვის.
გზამკვლევი შვიდი თავისგან შედგება და თეორიიდან პრაქტიკამდე სრულ გზას მოიცავს:
ყოველი თავი მოკლე საცნობარო ბარათით მთავრდება — ძირითადი იდეების შეჯამებით, რომლის გამოყენებაც სესიების მომზადებისას მოსახერხებელია.
გზამკვლევის თავიდან ბოლომდე წაკითხვა აუცილებელი არ არის. თქვენი საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ კონკრეტული თავი ან აქტივობა აირჩიოთ. თითოეული სესია მოიცავს მკაფიო მიზანს, სწავლის შედეგებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს.
თითოეული თავის დასრულების შემდეგ Cities of Learning-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ მიიღოთ ციფრული Open Badge — სამკერდე ნიშანი, რომელიც თქვენი სწავლის შედეგს ადასტურებს.
მეთოდოლოგიური გზამკვლევი ხელმისაწვდომია უკრაინულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდის „ბიბლიოთეკის“ განყოფილებიდან: ბმული
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თუმცა გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც მიმწოდებელი ორგანო არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მათზე.
Accessibility