
2025 წლის 25–31 მარტს უკრაინიდან და საქართველოდან 15 მონაწილემ, ესპანელ და გერმანელ პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ სასწავლო ვიზიტში. ვიზიტი გაიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CivicArt პროექტის ფარგლებში და მასპინძლობდა გერმანული პარტნიორი ორგანიზაცია KulturNest e.V., რომელმაც მონაწილეებს გააცნო ადგილობრივი მხატვრული და საშემსრულებლო ინიციატივები.
ვიზიტის განმავლობაში, მონაწილეებმა მოინახულეს Theater der Kleiner Form, სადაც რეჟისორმა ეველინ ჰელერმა მათ გაუზიარა მარიონეტების თეატრის გამოყენების გამოცდილება, სოციალური საკითხების მხატვრულად ასახვის მიზნით. Studio Ukraine-ში, ტრეპტოვში, სადაც უკრაინელი ხელოვანები აფარებენ თავს, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა არტ-ტექსტილების შექმნაში, რომელიც მნიშვნელოვან სოციალურ თემებს ასახავდა.
კრეცბერგში გამართულ გრაფიტი ტურზე, სახელგანთქმული „სტრიტ არტისტის“ პელელეს ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა იხილეს, როგორ შეიძლება ქუჩის ხელოვნება გადაიქცეს ახალგაზრდებისთვის სოციალური დიალოგის ინსტრუმენტად. Frauen Machen Druck–ში (ნოიკიოლნი), ქალთა ორგანიზაციაში, მონაწილეებმა ისწავლეს, როგორ ერთიანდებიან ბერლინელი ქალები ურთიერთდახმარებისთვის და რასიზმთან ბრძოლის მიზნით ლითოგრაფიის გამოყენებით. ეს იყო ძლიერი გამოცდილება იმისა, თუ როგორ იქცევა შემოქმედება თვითგამოხატვის გარდა სოციალური წინააღმდეგობის ინსტრუმენტად.
Artistania NGO–ში მონაწილეები გაეცნენ თეატრის, ნიღბების, თოჯინებისა და ქუჩის პერფორმანსების სინთეზს, ხოლო Zuhause–ში — მიგრანტი ქალების კოლექტივში — მონაწილეობა მიიღეს ღია ურბანულ სივრცეებში გამართულ სამუშაო სესიებში, თემაზე: სახლის განცდა და კუთვნილება.
ვიზიტის ბოლოს, ფასილიტატორების — ეკატერინა შერერისა და დაგნა გმიტროვიჩის — დახმარებით, მონაწილეებმა გააზიარეს მიღებული გამოცდილება, გაცვალეს იდეები და შეიმუშავეს მოქმედების გეგმა მომდევნო თვეებისთვის. თითოეული აქტივობა ხაზს უსვამდა იმ ძალას, რომელსაც ხელოვნება ფლობს კავშირების შექმნაში, ხმების გაძლიერებასა და ცვლილებების ხელშეწყობაში.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ახალი ხედვების მიღებისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ინსპირაციის მისაღებად სამოქალაქო განათლებისა და აქტივიზმის ხელოვნების გზით განვითარების საქმეში, აგრეთვე, მომავალი პროექტებისთვის ახალი პარტნიორობების დასამყარებლად.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თუმცა გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც მიმწოდებელი ორგანო არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მათზე.
Accessibility
visibility_offDisable flashes
titleMark headings
settingsBackground Color
zoom_outZoom out
zoom_inZoom in
remove_circle_outlineDecrease font
add_circle_outlineIncrease font
spellcheckReadable font
brightness_highBright contrast
brightness_lowDark contrast
format_underlinedUnderline links
font_downloadMark links