ადგილობრივი აქტივობები უკრაინასა და საქართველოში

მაისი 25, 2025

ადგილობრივი აქტივობები დაგეგმილია 2026 წლის პირველ ნახევარში. სასწავლო ვიზიტისა და ტრენინგ კურსის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა პრაქტიკაში გამოიყენონ ახლად შეძენილი კომპეტენციები თავიანთ თემებში.

ღონისძიებები გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და მოიცავს, სხვა ფორმატებთან ერთად, შემდეგს:

  • თემატური არტ-გამოფენები, რომლებიც დატვირთული იქნება სამოქალაქო საკითხებზე ახალგაზრდა ადამიანებთან დისკუსიებითა და სხვადასხვა ხელოვნების ფორმაში (ხატვა, სკულპტურა, ფოტოგრაფია) მასტერკლასებით, სამოქალაქო საკითხებზე აქცენტით;
  • საჯარო სივრცეში არტ-ინსტალაციების შექმნა, რომელთაც დაემატება მასტერკლასები, დისკუსიები და პერფორმანსები;
  • მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ან ვიდეოპროექტების შექმნა და ჩვენება ახალგაზრდებთან ერთად, თემაზე — სამოქალაქო განათლება თემში, შემდგომი საჯარო წარმოდგენებითა და დისკუსიებით.

ღონისძიებების ორგანიზატორები მიიღებენ მენტორინგის მხარდაჭერას და ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას.

უახლესი ამბები

არტივიზმი მოქმედებაში: ვიდეორეპორტაჟი ბერლინში სასწავლო ვიზიტიდან

2025 წლის მარტში, CivicArt-მა ბერლინში შეკრიბა ახალგაზრდა ცვლილებების მაძიებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა აღმოჩინათ არტივიზმის ძალა – იქ, სადაც ხელოვნება სამოქალაქო განათლების, დიალოგისა და ტრანსფორმაციის ინსტრუმენტად

სასწავლო ვიზიტი ბერლინში დასრულდა

2025 წლის 25–31 მარტს უკრაინიდან და საქართველოდან 15 მონაწილემ, ესპანელ და გერმანელ პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ სასწავლო ვიზიტში.

მოთხოვნილებების კვლევა სამოქალაქო განათლებაში შემოქმედებითი პრაქტიკების გამოყენების შესახებ

CivicArt-ის კონსორციუმის გუნდმა დაასრულა კვლევა, რომელიც ეხება სახელოვნებო პრაქტიკების გამოყენებას ახალგაზრდების სამოქალაქო განათლებაში უკრაინასა და საქართველოში.