
CivicArt-ის კონსორციუმის გუნდმა დაასრულა კვლევა, რომელიც ეხება სახელოვნებო პრაქტიკების გამოყენებას ახალგაზრდების სამოქალაქო განათლებაში უკრაინასა და საქართველოში. საბოლოო ანგარიში მოიცავს ახალგაზრდული მუშაკების, პედაგოგების, ხელოვანებისა და არტივისტების საჭიროებების ანალიზის შედეგებს, პრეფერენციებსა და გამოწვევებს სახელოვნებო პრაქტიკების და არტივიზმის განხორციელების პროცესში.
კვლევის შედეგებმა აჩვენა მაღალი დაინტერესება ვიზუალური ხელოვნებისა და სპექტაკლების გამოყენებით მნიშვნელოვანი სოციალური თემების წარმოსაჩენად. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი გამოთქვამს სურვილს გამართოს სოციალური საკითხების განხილვაზე ორიენტირებული გამოფენები, ხოლო მესამედი მხარს უჭერს პერფორმანსებისა და არტ-ინსტალაციების ორგანიზების იდეას. ასევე დასახელდა თემატური გამოფენები მასტერკლასებით, მობილური სახელოსნოები და სოციალური ორიენტაციის მქონე ხელოვნების ღონისძიებები.
ანგარიში მოიცავს დეტალურ აღწერას კვლევის მეთოდოლოგიის, სამოქალაქო განათლებისა და ახალგაზრდული მონაწილეობის განვითარებისთვის არსებულ უკრაინულ და ქართულ კონტექსტებზე, ასევე უშუალო შედეგების მიმოხილვასა და რეკომენდაციებს თემატიკის, ფორმატების და შესაძლებლობების შესახებ — თუ როგორ შეიძლება ხელოვნებისა და არტივიზმის ინტეგრაცია არაფორმალურ განათლებაში.
ეს ანგარიში გამოსადეგია არა მხოლოდ პროექტის შემდგომი განვითარებისათვის, არამედ ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო განათლების ახალი ფორმატების ძიებით.
ანგარიშის სრულ ვერსიასთან გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს ბიბლიოთეკას.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თუმცა გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც მიმწოდებელი ორგანო არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მათზე.
Accessibility
visibility_offDisable flashes
titleMark headings
settingsBackground Color
zoom_outZoom out
zoom_inZoom in
remove_circle_outlineDecrease font
add_circle_outlineIncrease font
spellcheckReadable font
brightness_highBright contrast
brightness_lowDark contrast
format_underlinedUnderline links
font_downloadMark links